„საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ ბაზაზე არსებული ლაბორატორია ახორციელებს მაღალი სისუფთავის მასალების და ელექტრონული სისუფთავის აირების ხარისხის კონტროლს. ჩვენს აღჭურვილობაშია:
a მას-სპექტრომეტრები, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა პროდუქტებში იზოტოპური გამდიდრების ანალიზი;
a გაზური ქრომატოგრაფი, რომელიც გამოიყენება ელექტრონული სისუფთავის აირებში 1 ppm დონის მინარევების ანალიზისთვის;
a იონური ქრომატოგრაფი, რომლითაც ხდება ანიონური მინარევების ანალიზი სხვადასხვა პროდუქტებში 1 ppb დონეზე.
a ატომ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრით ხორციელდება მეტალური მინარევების კონტროლი 1ppb დონეზე.
ასევე მრავალწლიანი გამოცდილების და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქიმიკოსები ახორციელებენ სხვადასხვა სახის ანალიზურ მომსახურებას.
კალიბრება: ჩვენს კომოპანიას გააჩნია დიდი გამოცდილება სხვადასხვა სახის გამზომი ხელსაწყოების კალიბრების სამუშაოებში, როგორიცაა:
a ტემპერატურის მზომი ხელსაწყოები;
a წნევების მზომი ხელსაწყოები;
a ნაკადების მზომი ხელსაწყოები;
a სხვადასხვა ელექტრონული სიგნალების კალიბრება;