საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი

საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების დამუშავებას და დანერგვას თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
იზოტოპების განცალკევების მაღალტექნოლოგიური პროცესები მოითხოვენ შესაბამისი მართვის სისტემების დამუშავებას და დანერგვას. ასეთი სისტემები ფუნქციონირებენ საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრის და მასთან არსებული კომპანიების საწარმოებში.
მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე შექმნილი კომპანიების ურთიერთობა ეფუძნება ტექნოპარკის დამახასიათებელ პრინციპებს - მათ შორის მნიშვნელოვანია მსგავსი ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების დამუშავებისას, საერთო მიდგომების გამოყენება. თუნდაც ტექნოლოგიური დანადგარები ეკუთვნოდეს სხვადასხვა ორგანიზაციებს და მართვის სისტემები აგებული იყვნენ სხვადასხვა ტექნიკურ-პროგრამულ საშუალებათა ბაზაზე.
ჩვენს ძირითად პარტნიორს წარმოადგენს საინჟინრო კომპანია „სემპერი“ - კომპანიის GE Automation (2009 წლამდე - GE Fanuc) სერვისის მიმწოდებელი კავკასიის რეგიონში. ამ კომპანიის პრიორიტეტი ლოკალურად, ადგილობრივი ძალებით, ღია მართვის სისტემების დამუშავების მხარდაჭერაა. ამიტომაც ეს კომპანია მაქსიმალურად უწყობს ხელს სპეციალისტთა მომზადებას, ახორციელებს სრულფასოვანი ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროგრამული პროდუქტების ადგილზე მიწოდებას. ეს პრეცედენტი კი შემკვეთისთვის დროის და თანხების დაზოგვის გარანტიაა, რადგანაც აღარ იკარგება დრო - უცხოურ ფირმებთან ფორმალურ მიმოწერასა და თანხა - საზღვარგარეთელი სპეციალისტების მაღალანაზღაურებად, ხანმოკლე ვიზიტებში.

ჩვენი სპეციალისტები მონაწილეობდნენ ასეთი სისტემების შექმნაში შემდეგ ორგანიზაციებში:
a თბილისის მეტროპოლიტენი (ენერგომომარაგების დისპეჩერული მართვის სისტემის დამუშავება და დანერგვა)
a რუსთავის ქიმიურ ქარხანაში (ბენზინის ქარხნის მართვის სისტემის დამუშავება და დანერგვა)
a რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (არმატურის საგლინი დგანის მართვის სისტემის დამუშავება და დანერგვა)
a თბილავიამშენი (ლითონის ნაკეთობათა თერმული დამუშავების ღუმელების მართვის კომპიუტერიზებული სისტემების დამუშავება და დანერგვა)
a ჰაიდელბერგის ცემენტის ქარხანა რუსთავში (მართვის სისტემის ინსტალაცია)
a აგარის შაქრის ქარხანა (კირის გამოსაწვავი საამქროს კუმპიუტერული საინფორმაციო სისტემის დამუშავება და დანერგვა)
a ლუგარის მიკრობიოლოგიის ლაბორატორია (ელექტრული და საინფორმაციო ქსელების მონტაჟი)"